[vc_row][vc_column][vc_column_text]მომსახურების ხელშეკრულება
ელექტრონული ვერსია

დამტკიცებულია
შპს „ტივიჯის“
მიერ და ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბერამდე

––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერის ადგილი)

მხრივ შპს „ტივიჯი“ (შემდგომში ,,კომპანია“) და მეორე მხრივ შემდგომში „აბონენტი“ ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:

1. ხელშეკრულების საგანი
1.1წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „კომპანია“ ახორციელებს „აბონენტისათვის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას. კერძოდ, ,,კომპანია“ უზრუნველყოფს ,,აბონენტის“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას, რისთვისაც ,,აბონენტი” ახდენს კომპანიის შესაბამისი აპლიკაციის ჩამოტვირთვას და მის მოწყობილობაში ინსტალაციას და მის გამოყენებით ტრანზიტული მომსახურების მიღებას.
1.2 აბონენტი, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე თანხმობით (შესაბამისი ველის მონიშვნა, ან/და აპლიკაციის ჩამოწერა ან/და მომსახურების საფასური გადახდა) ხელმოწერით ადასტურებს მომსახურების პირობებზე თანხმობას და მისი ნების გამოხატვას.
1.3. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მომსახურების პაკეტის შერჩევას ახდენს აბონენტი ელექტრონულად კომპანიიის ინტერნეტგვერდზე.
1.4,,კომპანია“ უფლებამოსილია ცალმხრივად, ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პაკეტის შემადგენლობა (სატელევიზიო არხები) რის თაობაზეც ,,აბონენტს“ უნდა ეცნობოს ინდივიდუალური შეტყობინებით ცვლილებამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1„კომპანია“ ვალდებულია ხელშეკრულების დადებისთანავე გააქტიუროს ,,აბონენტისთვის“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოს „აბონენტისთვის“ საჭირო ინფორმაციის ამოწურავად მიწოდება და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,აბონენტი“ არ იხდის ,,კომპანიის“ ბრალით უხარისხოდ მიწოდებული მომსახურების დროის ღირებულებას.
2.2 ეს წესი არ ვრცელდება სარემონტო, პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და გადაუდებელ შემთხვევებზე; „აბონენტის“ შეტყობინების საფუძველზე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში (არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა) აღმოფხვრას მისი მიზეზით გამოწვეული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული გაუმართავობა;
2.3. ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მოემსახუროს „აბონენტს“ ცხელი ხაზით 0322500099;
2.4. მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ,,აბონენტს“ ინფორმაცია ცვლილებამდე 1 თვით ადრე;
2.5 „კომპანია“ უფლებამოსილია მის ქსელში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებისას დროებით შეაჩეროს ან შეუზღუდოს „აბონენტს“ მომსახურების მიწოდება, რის შესახებაც უნდა აცნობოს წინასწარ;
2.6. აბონენტს“ შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნოს ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტაზე ან აბონენტის მიერ გამოყენებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით ეკრანზე ამონათებით, რომელზეც დადასტურება ხდება შესაბამისი ღილაკის მონიშვნით (თანხმობა);
2.7. სატელევიზიო არხის ან მისი შემადგენელი ცალკეული გადაცემ(ებ)ის ჩვენების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, შეწყვიტოს მისი მიწოდება ან ჩაანაცვლოს იგი სხვა გადაცემით. მხარეები თანხმდებიან, რომ „კომპანია“ მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილია იმ შემთხვევაშიც, თუ სატელევიზიო არხის შემადგენელი ცალკეული გადაცემ(ებ)ის ჩვენება დაუშვებელია კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს აკრძალვისა ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გამო;
2.8 „აბონენტი“ ვალდებულია აწარმოოს ანგარიშსწორება სრულად„კომპანიასთან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
2.9. აბონენტი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი სიმძლავრის ინტერნეტ მიერთება მის მიერ გამოყენებულ მოწყობილობასთან;
2.10აბონენტი ვალდებულია შეატყობინოს „კომპანიას“ მომსახურების მიწოდების შეფერხების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის შეტყობიდან დაუყოვნებლივ, არაუგვიენს 24 საათის განმავლობაში და შეძლებისდაგვარად შეუწყოს ხელი „კომპანიის“ თანამშრომლებს წარმოქმნილი ხარვეზის გამოსწორებაში;
2.11. არ განახორციელოს მომსახურების მიყიდვა ან რაიმე ფორმით გადაცემა, მიწოდება ან გაყოფა მესამე პირებისათვის ,,კომპანიისგან“ დამოუკიდებლად;
2.12. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სასტუმროში გამოყენების სურვილის შემთხვევაში წერილობით აცნობოს ,,კომპანიას“.

3. ანგარიშსწორება მხარეებს შორის
3.1 მომსახურების შესაბამისი პაკეტის შერჩევას და მასზე თანხმობას მომხმარებელი ახდენს ელექტრონულად, კომპნაიის შესაბამის გვერდზე, მის ელექტრონულ პროფილში.
3.2. მომსახურების გადახდა ხდება წინასწარ, მომდევნო ერთი თვის მომსახურების მისაღებად; აღნიშნულ მუხლში მითითებულ ერთ თვეში იგულისხმება 30 კალენდარული დღე.
3.3 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში და მოიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს;
3.4. მომსახურების თანხის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით ,ბარათით და სწრაფი გადახდის ტერმინალებით;
3.5. „აბონენტის“ მიერ მომსახურების ღირებულება გადაიხდება წინასწარ, მომსახურების მისთვის სასურველ დღეთა,თვეთა რაოდენობის ეკვივალენტური ფულადი თანხის „კომპანიაში“ კუთვნილ ბარათზე შეტანის, დეპონირების გზით (ბალანსი), რა პერიოდითაც (თვეების შესაბამისად) განისაზღვრება „კომპანიის“ მიერ „აბონენტისათვის“ მომსახურების მიწოდების ხანგძლივობა 30 დღიანი მომსახურების პერიოდზე გათვლით;
3.6. აბონენტს წინამდებარე ხელშეკრულების მუხლი 1 -ით (ხელშეკრულების საგანი) განსაზღვრული მომსახურების მიწოდება შეუწყდება, თუ მას ბარათზე არსებული თანხმა არაა საკმარისი მომსახურების მისაღებად;

4. მომსახურების ხარისხი და დავების გადაწყვეტა
4.1 კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს რეკლამირებული ხარისხის მომსახურება;
4.2 მხარეები სადაო საკითხებს წყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში „აბონენტს“ შეუძლია შესაბამისი საჩივრით მიმართოს „კომპანიის“ მომხმარებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს. მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახური დავას განიხილავს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,კომპანიის“ მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის დებულებით დადგენილი წესით 15 დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება 30 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში;
4.3. აბონენტს“ უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პირდაპირ მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს;

5. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა, ხელშეკრუელბიდან გასვლა
5.1ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 3 წლის განმავლობაში. თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე არც ერთი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადითა და პირობებით;
5.2„აბონენტი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში აბონენტს უნიკალურ ნომერზე დაერიცხება დაბრუნების საკომისიო 10 ლარის ოდენობით. თუ აბონენტი 1 თვით ადრე შეატყობინებს კომპანიას შეწყვეტის სურვილის შესახებ მას დაბრუნების საკომისიო არ დაეკისრება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეთა შორის ხდება ანგარიშსწორება;
5.3 „კომპანია“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, რის შესახებაც ვალდებულია „აბონენტს“ ინდივიდუალური შეტყობინება გაუგზავნოს შეწყვეტის თარიღის დადგომამდე 1 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მხარეთა შორის ხორციელდება ანგარიშსწორება.
5.4 ის ურთიერთობანი რომელიც არ წესრიგდება აღნიშნული ხელშეკრულებით, წესრიგდება კომპანიის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული პირობებით რომელიც წარმაოდგეს აბონენტსა და კომპანიას შორის მომსახურების მიწოდების სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ აქტებს.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]