[vc_row][vc_column][vc_column_text]

TVG BOX შესყიდვა და მიწოდება

TVG BOX შესყიდვა ხდება ჩვენს საიტზე, ონლაინ, წინასწარ გადახდით.

TVG BOX ის მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით ფოსტის მეშვეობით. მიწოდების დრო 3 სამუშაო დღე.

TVG BOX შესყიდვა, ასევე, შესაძლებელია პარტნიორ ორგანიზაციებთან, იხილეთ ქვემოთ ორგანიზაციების ლოგოები, დააჭირეთ მათ და გადადით მათ საიტებზე.

შენიშვნა:  თუ მომხარებელი არ დახვდება ფოსტას ან მისამართი შედგენილია არასწორედ მოხდება  TVG BOX ის უკან დაბრუნება. ხელახლა გაგზავნა არ მოხდება დამატებითი საფოსტო მომსახურეობის საფასურის გადახდის გარეშე.

TVG ტელევიზიის აპლიკაციის ჩამოტვირთვა სხვა მოწყობილობებზე

TVG ტელევიზიის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Google Play-დან და ჩვენი საიტიდან.

ტელევიზიის ჩართვა

TVG ტელევიზიის პირველი თვე  უფასოა TVG BOX შესყიდვის შემთხვევაში. მომდევნო თვეში შეგიძლიათ შეისყიდოთ მომსახურეობა შემდეგი წესით:

გააქტიურების ინსტრუქცია

  • დააჭირეთ პაკეტის გააქტიურება
  • აირჩიეთ მოწყობილობა
  • აირჩიეთ პაკეტი
  • აირჩიეთ დღეების რაოდენობა
  • შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები
  • გადაიხადეთ და ტელევიზია ჩაგერთვებათ

სხვა მოწყობილობებზე ტელევიზიის ჩასართავად აპლიკაციის ჩამოტვირთვის მერე მიყევით გააქტიურების ინსტრუქციას.

პაკეტის შემადგენლობა

პაკეტის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების ან tvg.ge ზე წინასწარ დადგენილი კანონმდებლობით  გამიოქვეყნების გზით.

გარანტია

  • გარანტიის ვადის ათვლა ხდება პროდუქტის გაყიდვის დღიდან.
  • შპს „ტივიჯი” უზრუნველყოფს გარანტიის მოქმედების ქვეშ მყოფი პროდუქტების შეკეთებას ან შეცვლას.
  • დაზიანებული/წუნდებული პროდუქტები უნდა მოიტანოთ შპს „ტივიჯი“ოფისში, გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
  • საგარანტიო მომსახურებით სარგებლობისთვის პროდუქტი შეგიძლიათ მოიტანოთ ქარხნული ყუთის გარეშეც და შესაბამისად არაა აუცილებელი ყუთების შენახვა.
  • გარანტია არ ფარავს რაიმე სახის დანახარჯს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მყიდველის მხრიდან. დაზიანებული/წუნდებული საქონლის მოხსნა-დაყენებასთან.

საგარანტიო მომსახურების ვადები:

  • საგარანტიო პროდუქტის შემოწმება, შეკეთება ან შეცვლა ხორციელდება 30 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • იმ შემთხვევაში, როდესაც სათადარიგო ნაწილი ან ჩასანაცვლებელი პროდუქტი ადგილზე ხელმისაწვდომი არ არის, ინტელკომ ჯგუფი იტოვებს უფლებას საგარანტიო პროდუქტი დაიტოვოს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • 60 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ან პროდუქტში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდეს მომხმარებელს.

გარანტია არ ვრცელდება, თუ:

  • პროდუქტი მექანიკურადაა დაზიანებული;
  • პროდუქტი დაზიანებულია გარე ზემოქმედების გამო;
  • პროდუქტი დაზიანებულია არასწორი ინსტალაციის გამო;
  • პროდუქტი დაზიანებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო;
  • პროდუქტი გახსნილია მომხმარებლის მიერ;
  • პროდუქტზე არ იკითხება სერიული ნომერი;
  • პროდუქტი დაზიანებულია მესამე მხარის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გამო;
  • რაიმე სახით შეცვლილია პროდუქტის ქარხნული იერსახე (გაკეთებული აქვს წარწერა, შეღებილია, გახვრეტილია და ა.შ.).

[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]