სტრიმინგის სერვისი
IPTV პროვაიდერებისთვის, სასტუმროებისთვის და ტელესტუდიებისთვის
მიწოდების სისტემა გაქვთ, მაგრამ სტრიმები არ გაქვთ?
TVG მოგაწვდით მზა სტრიმებს — ცალ-ცალკე მოძიებისა და ორგანიზების გარეშე.
ვისთვისაა სერვისი
IPTV პროვაიდერებსა და სასტუმროებს მზა სტრიმებს ვაწვდით, ტელესტუდიებს კი მათი სტრიმების ორგანიზებასა და IPTV-სთვის მიწოდებას ვუზრუნველყოფთ.
IPTV პროვაიდერებისთვის
გაქვთ საკუთარი პლატფორმა და აბონენტები, მაგრამ არ გაქვთ არხების წყარო. ჩვენგან მზა სტრიმებს მიიღებთ, აბონენტებს კი ისევ თქვენი სისტემით მიაწვდით.
სასტუმროებისთვის
სასტუმროს სატელევიზიო სისტემა უკვე მუშაობს, მაგრამ არხები გჭირდებათ. ჩვენი სტრიმებით ნომრებში ტელევიზიას წყაროების ცალკე მოძიების გარეშე ჩართავთ.
ტელესტუდიებისთვის
გაქვთ ტელეარხი? ვუზრუნველყოფთ თქვენი სტრიმების ორგანიზებას და IPTV-სთვის მიწოდებას: სიგნალს ჩვენი სტრიმერით ვიღებთ, დანარჩენზე კი ჩვენ ვზრუნავთ.
ყველაფერი ერთ სერვისში
შეადარეთ, რას მოითხოვს წყაროების დამოუკიდებლად მოძიება და რას იღებთ TVG-სგან ერთად.
წყაროების დამოუკიდებლად მოძიებისას
- თითოეული არხის წყაროს ცალ-ცალკე მოძიება
- არხების მიღება და დამუშავება
- სტრიმების ორგანიზება ერთ სისტემაში
- წყაროების მუშაობის მუდმივი კონტროლი
- დამატებითი აღჭურვილობა და დანახარჯები
TVG-სთან — ყველაფერი ერთად
- 250+ არხი ერთ სივრცეში*
- მზა სტრიმები — პირდაპირ თქვენს სისტემაში
- 100% საკუთარი ინფრასტრუქტურა და სერვერები საქართველოში
- ჩვენი სპეციალისტების 24/7 მონიტორინგი
- მიწოდებას თქვენი არსებული სისტემით აგრძელებთ
რას მიიღებთ
ლეგალურად მოპოვებული სტრიმები, რეზერვირებული წყაროები და ადგილობრივი სერვერები.
ლეგალურად მოპოვებული სტრიმები
სტრიმებს ლეგალური გზით ვიღებთ და 250-ზე მეტი არხის მიწოდება შეგვიძლია.*
რეზერვირებული წყაროები
თითოეული არხის სტრიმს რამდენიმე წყაროდან ვაგროვებთ და შესასვლელს ვარეზერვებთ — ერთი წყაროს პრობლემისას არხი სარეზერვოდან მიეწოდება.
მზა სტრიმები
არხებს მზა სახით იღებთ და თქვენს არსებულ მიწოდების სისტემაში რთავთ.
ადგილობრივი სერვერები
სერვერები საქართველოს 10 ქალაქშია. პინგი და ჯიტერი არ აღემატება 10 მილიწამს.
მონიტორინგი 24/7
ჩვენი სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებენ სისტემის მუშაობას.
დაბალი ფასი
ლეგალური მომსახურება შედარებით დაბალ ფასად, ვიდრე სხვა კომპანიები.
100% საკუთარი ინფრასტრუქტურა
სერვერები, ქსელი და ჩართვის წერტილები ჩვენია, ინტერნეტთან კი ბევრი ოპერატორით და ქუთაისის IXP-ით ვართ დაკავშირებული.
ინტერნეტ შეერთება
შეერთება გვაქვს ქართულ ოპერატორებთან და ქუთაისის ინტერნეტ გაცვლის წერტილთან:
- სილქნეტი
- მაგთი
- კავკასუს ონლაინი
- ახალი ქსელები
- ორდუნეტი
- ვიჯიეს
- აირმაქსი
- ლუკნეტი
- ამ ნეტვორკი
- ჯენეტი
- ექსპრეს ნეთვორკი
- IXP ქუთაისი
საკუთარი ჩართვის წერტილები
- ზესტაფონი
- ბაღდათი
- ქუთაისი
- სამტრედია
- აბაშა
- სენაკი
- ხობი
- ზუგდიდი
- ფოთი
- ურეკი
და მათი სოფლების დიდი ნაწილი.
შენიშვნა: ზოგიერთ არხზე მოითხოვება ამ არხის უფლებაც, რისთვისაც დამატებითი შეთანხმებაა საჭირო.
მზად ხართ დასაწყებად?
დაგვიკავშირდით: დაგეხმარებით სტრიმების თქვენს სისტემაში ჩართვაში, ტელესტუდიებს კი არხის IPTV-სთვის მიწოდებაში.

